ინფორმაცია კურსის შესახებ:

კურსის დაწყების თარიღი: 19/10/2026

კურსის ხანგრძლივობა (სთ): 18.0

კურსის ადგილმდებარეობა: დისტანციურად

აუდიტორია:

კურსის ხანგრძლივობა (დღე): 9

პროგრამული ბიუჯეტირების, როგორც საჯარო ფინანსების მართვის ინსტრუმენტის გაცნობა და ფისკალური პოლიტიკის მიზნებისა და ფუნქციების შესრულებისათვის მისი პრაქტიკაში გამოყენების შესწავლა მუნიციპალურ დონეზე საფინანსო-ეკონომიკური სამსახურებისა და პოლიტიკის წარმმართველი დეპარტამენტების წარმომადგენლები.

ცოდნა და გაცნობიერება;

  • იცნობს საჯარო ფინანსების მართვის ძირითად ინსტრუმენტებს;
  • იცნობს საქართველოს საბიუჯეტო სისტემას, მის ინსტიტუციურ და სამართლებრივ საფუძვლებს;
  • იცნობს საბიუჯეტო პროცესს და მის ეტაპებს;
  • აცნობიერებს პროგრამული ბიუჯეტირების მნიშვნელობას ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის და ფისკალური პოლიტიკის იმპლემენტაციის პროცესში;
  • აცნობიერებს ბიუჯეტირების კავშირს და მნიშვნელობას სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში.

უნარი:

  • შეუძლია გაანალიზოს და შეაფასოს მმართველობის სხვადასხვა დონეზე არსებული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსაზღვრული პროგრამები;
  • შეუძლია საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის როგორც მომზადება, ასევე მისი შეფასება და შესაბამისი დასკვნებისა და მიგნებების ფორმულირება;
  • აქვს საბიუჯეტო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების მექანიზმების შემუშავებისა და ბიუჯეტირების პროცესში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.