ინფორმაცია კურსის შესახებ:

კურსის დაწყების თარიღი: 19/10/2026

კურსის ხანგრძლივობა (სთ): 15.0

კურსის ადგილმდებარეობა: ქუთაისი

აუდიტორია:

კურსის ხანგრძლივობა (დღე): 3

კურსის მიზანია დამსწრეებმა შეისწავლონ საქართველოს მთავრობის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის
„შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ შერჩეული თავების პრაქტიკული გამოყენება. კურსი მონაწილეებს უვითარებს საპროექტო
დოკუმენტაციის თანმიმდევრული შემოწმების, უსაფრთხოების მოთხოვნებს შორის კავშირების დადგენისა და შეუსაბამობების
გამოვლენის უნარს.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე:
• განსაზღვრავს შენობის გამოყენებისა და დაკავებულობის ჯგუფს, ძირითად და დამხმარე გამოყენებებსა და შერეული გამოყენების
შემთხვევებს;
• იდენტიფიცირებას გაუკეთებს კონკრეტული გამოყენებისთვის დადგენილ სპეციალურ მოთხოვნებს;
• შეამოწმებს შენობის დასაშვებ სიმაღლეს, სართულიანობასა და ფართობს;
• განსაზღვრავს კონსტრუქციის ტიპს და შეაფასებს ძირითადი ელემენტების ცეცხლმედეგობის მოთხოვნებს;
• შეაფასებს გარე კედლების, ხანძარსაწინააღმდეგო მანძილებისა და დაცული თუ დაუცველი ღიობების შესაბამისობას;
• გამოთვლის დაკავებულობის დატვირთვას და შეამოწმებს გასასვლელების რაოდენობასა და გამტარუნარიანობას;
• შეაფასებს გასასვლელების განლაგებას, გასავლელ მანძილებს, კარებს, დერეფნებს, კიბეებსა და პანდუსებს;
• შეამოწმებს მისაწვდომი სვლაგეზის უწყვეტობასა და მის კავშირს გასასვლელ საშუალებებთან;
• განსაზღვრავს საჭირო ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს და შეამოწმებს მათ საპროექტო კოორდინაციას;
• შეაფასებს შიგა გარემოს, მათ შორის განათების, განიავებისა და სათავსების სივრცით მოთხოვნებს;