მარკეტინგული აქტივობები და ციფრული ეკონომიკის გამოწვევები დღგ-ის კონტექსტში

Marketing Activities and Challenges of the Digital Economy in the Context of VAT

უკან

ინფორმაცია კურსის შესახებ:

რეგისტრაცია
კურსის დაწყების თარიღი: 26.11.2024
კურსის ხანგრძლივობა(სთ): 2,50
კურსის ადგილმდებარეობა: დისტანციურად
აუდიტორია:
კურსის ხანგრძლივობა(დღე): 6
კურსის მიზანი: კურსის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს მარკეტინგული აქტივობის და თანამდროვე ციფრული ეკონომიკის სფეროში არსებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებული თავისებურებები და სამართლებრივი ასპექტები ევროკავშირის პრაქტიკის, აქტუალური ქეისების, პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით, აღნიშნული ოპერაციების მრავალფეროვენებისა და სპეციფიკის, ასევე, 2021 წლიდან საგადასახადო კანონმდებლობაში ამოქმედებული ცვლილებების გათვალისწინებით.
საკითხების ჩამონათვალი:

საკითხი 1 - დასაბეგრი ოპერაციების ცნება ევროკავშირის პრაქტიკისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით - 2,5 სთ

  • საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა
  • მიწოდება ანაზღაურების სანაცვლოდ
  • პირდაპირი კავშირი მიწოდებასა და ანაზღაურებას შორის
  • მიღებული/მისაღები ანაზღაურების ცნება
  • დასაბეგრი პირის ცნება
  • ეკონომიკური საქმიანობა

საკითხი 2 - შერეული მიწოდება - 2,5 სთ

  • დამხმარე და უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები
  • მრავალკომპონენტიანი და ერთიანი მიწოდება
  • ევროპული პრაქტიკა

საკითხი 3 - ფასდაკლება, დათმობა და უსასყიდლო მიწოდება - 5 სთ

  • ფასდაკლებისა და დათმობის ცნება
  • ანაზღაურების გარეშე მიწოდების ცნება
  • გამიჯვნა ბარტერული ოპერაციებისგან
  • რთული მარკეტინგული სქემების (მაგალითად, დაგროვებითი ბარათების გამოყენებით განხორციელებული ოპერაციების) დაბეგვრის სირთულეები
  • ევროპული პრაქტიკა

საკითხი 4 - ვაუჩერები – 2,5 სთ

  • ერთჯერადი და მრავალჯერადი ვაუჩერები
  • სხვა ტიპის ვაუჩერები
  • ევროპული პრაქტიკა

საკითხი 5 – ციფრული ეკონომიკის გარკვეული ასპექტები - 2,5 სთ

  • ელექტრონული ბილეთების რეალიზაცია
  • ვირტუალური მომსახურება
  • ოპერაციები კრიპტოვალუტასთან
  • ევროპული პრაქტიკა