სახელმწფო შესყიდვები

Government procurement

უკან

ინფორმაცია კურსის შესახებ:

რეგისტრაცია
კურსის დაწყების თარიღი: 01.06.2026
კურსის ხანგრძლივობა(სთ): 2,50
კურსის ადგილმდებარეობა: დისტანციურად
აუდიტორია:
კურსის ხანგრძლივობა(დღე): 10
კურსის მიზანი: სასწავლო კურსის მიზანია მონაწილეს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შესახებ, გააღრმაოს თეორიული ცოდნა პრაქტიკული სავარჯიშოებით და განუვითაროს პროფესიული განვითარების მუდმივი მოტივაცია.
საკითხების ჩამონათვალი:

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწყობის კონცეფცია;

● სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის და ერთიანი ელექტრონული სისტემის მიმოხილვა;

● მარეგულირებელი კანონმდებლობა და მოქმედი კანონქვემდებარე აქტები;

● შესყიდვების დაგეგმვა, წლიური გეგმის შედგენა და მასთან დაკავშირებული წესები (მაგ. ერთგვაროვნების დადგენის წესი, ხელოვნურად დაყოფა);

● მიწოდების ბაზრის კვლევა, ახალი MRS მოდული და გასათვალისწინებელი წესები;

● სახელმწიფო შესყიდვის სხვადასხვა საშუალებების მიმოხილვა;

● გამარტივებული შესყიდვა - დაკავშირებული წესები და ოპერირება ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

● ელექტრონული ტენდერის ჩატარება - ელექტრონული ტენდერის ჩატარების სხვადასხვა მეთოდები, დაკავშირებული წესები და ოპერირება ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

● ტენდერის ჩატარება პრეისკურანტის საფუძველზე;

● სპეციფიკაციები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტენდერებში, სატენდერო მოთხოვნებთან დაკავშირებული წესები;

● კონკურსი - კონცეფცია და განსხვავება ელექტრონული ტენდერისგან;

● კონსოლიდირებული ტენდერი - გასათვალისწინებელი საკითხები;

● ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

● შავი და თეთრი სია;

● უფლებების დაცვა სახელმწიფო შესყიდვებში - დავების საბჭოს საქმიანობა და ტიპიური გადაწყვეტილებები;

● სახელმწიფო შესყიდვების წესების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები;